რუმინეთში, ტელეწამყვანმა რადუ ბანჩუმ პირდაპირ ეთერში ჩოგბურთელ სერენა უილიამსს შეურაცხყოფა მიაყენა.
"სერენა უილიამსი გამოიყურება ისე, როგორც ზოოპარკში წითელუკანალიანი მაიმუნები. თუ მათ ჩააცვამენ შარვალს, ისინი არაფრით იქნებიან განსხვავებულნი კორტებზე მყოფ სერენა უილიამსისგან", - უთხრა ტელეწამყვანმა მაყურებლებს.
მოგვიანებით, დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეროვნულ საბჭოში ტელეწამყვანის სიტყვებს რასიზმის გამოვლინება უწოდეს და ჟურნალისტი 1900 დოლარით დააჯარიმეს.