ამერიკის შეერთებული შტატების საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთათვის ნასას JP ლაბორატორია მარსზე გასაგზავნი ახალი როვერისთვის სახელის დარქმევის კონკურსს აცხადებს.
JP ლაბორატორია საუკეთესო ესეს ავტორს, რომელიც როვერის სახელსა და მის ისტორიას გამოიგონებს გრანდიოზული პრიზით დაასაჩუქრებს. გამარჯვებული მოსწავლის მიერ მოფიქრებული სახელი მარსზე გასაგზავნ როვერს დაერქმევა, ხოლო გაშვების დღეს, საპატიო ადგილიდან მიადევნებს თვალს ხომალდის გამგზავრებას.
ნასაში მიიჩნევენ, რომ სახელწოდების მინიჭების კონკურსი ახალგაზრდებში მეცნიერებას წაახალისებს.
თავდაპირველად, გამოვლინდება ამერიკის ყველა შტატის თითო საუკეთესო წარმომადგენელი. 52 კანდიდატიდან, დასკვნითი ეტაპისთვის აირჩევენ სამ ფინალისტს. საბოლოოდ კი ამერიკის მოსახლეობა, ხმისმიცემის პრინციპით, საუკეთესო ესესა და შესაბამისად სახელს გამოავლენს.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა 1-ლი ნოემბერია. 2020 წლის 18 თებერვალს, როვერის მარსზე დაჯდომამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, ნასა გამარჯვებულსა და სახელწოდებას გამოავლენს.
როვერს მარსზე 2020 წელს გააგზავნიან.