2020 წლის ივლისში, ნასა წითელი პლანეტის კვლევის ახალ ეტაპს იწყებს. 5-წლიანი ძებნისა და 60 სხვადასხვა ადგილმდებარეობის განხილვის შემდეგ, ნასა ახალ „როვერს“, მარსზე, „ჯეზერო კრატერ“-ზე გააგზავნის.
NASA-ს შემდეგი ნაბიჯი წითელი პლანეტის შესწავლაში 2020 წლის ივლისშია დაგეგმილი. მოწყობილობა ანტიკური სიცოცხლის ნიშნების გარდა, ნიადაგსა და კლდოვანი წარმონაქმნების ნიმუშებს შეინახავს. ეს სადესანტო მისია, მომდევნო ათწლეულის გეგმის ნაწილია და მარსის ზედაპირის კვლევის ახალ ეტაპებს განსაზღვრავს.
"ჯეზეროს კრატერში“ სადესანტო მისია გეოლოგიურად მდიდარ რელიეფს გამოიკვლევს. პროცესები, რომელიც 3.6 მილიარდი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, პლანეტარული ევოლუციისა და ასტროფიზიოლოგიის მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხებს", - ამბობს NASA-ს სამეცნიერო მისიის ადმინისტრატორი თომას ზურბუჰენი. "ამ უნიკალური ტერიტორიიდან ნიმუშების მიღება რევოლუციურია, რადგან გამოიკვეთება, თუ როგორ ვფიქრობთ მარსზე და მის შესაძლო პოპულაციაზე“
„ჯეზერო კრატერი“ მდებარეობს „ისიდის პლანიტიას“ დასავლეთით, მარსის ეკვატორის ჩრდილოეთით. „ისიდისი“ წარმოადგენს მარსის უძველეს და ყველაზე საინტერესო სამეცნიერო ლანდშაფტს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ 28-კილომეტრიანი კრატერი, რომელს ადგილს მილიარდობით წლის წინ, ტბა დელტა მდებარეობდა, წყლისა და ნალექების ნარჩენებიდან, შესაძლოა კვლავ ინარჩუნებდეს უძველეს ორგანულ მოლეკულებსა და მიკრობული ცხოვრების პოტენციურ ნიშნებს.
Jezero Crater- ის უძველესი ტბა- Delta უამრავ მასალას შეიცავს, მათ შორის თიხასა და კარბონატებს, რომელთაც აქვთ მაღალი პოტენციალი, შეინარჩუნონ წარსული ცხოვრების ანაბეჭდები. გარდა ამისა, წყალშემკრები აუზიდან მოპოვებული მასალა შეიძლება შეიცავდეს მრავალფეროვან მინერალებს როგორც კრატერის შიგნით, ასევე მის გარეთ.
„რობოტულ მეცნიერებაში, არაფერი ყოფილა იმაზე რთული, ვიდრე მარსზე უსაფრთხოდ დაშვება, თუმცა ინჟინრების გუნდი ყველაფერს აკეთებს და კვლავაც გააგრძელებს მუშაობას, რომ ნასას 2020 წლის მარის შესწავლის ახალი მისია წარმატების მაქსიმალური შანსებით დაგვირგვინდეს“ - განაცხადა ზურბუჰენიმ.
ნასა, ახალ ხომალდს მარსის შესწავლის 2020 წლის მისიისთვის, ფლორიდიდან, Cape Canaveral საჰაერო ძალების სადგურიდან გაუშვებს.
შეგახსენებთ, რომ მარსის შემსწავლელი 2020 წლის მისია პირველი არაა. მარსს, ხელოვნურმა თანამგზავრმა პირველად 1965 წელს ჩაუფრინა. ეს იყო მარინერ I, 1971 წელს მარინერ IV გახდა მარსის პირველი ხელოვნური თანამგზავრი, ხოლო 1976 წელს ვიკინგ I, პირველად დაეშვა მარსის ზედაპირზე. მას შემდეგ ამ პლანეტისკენ სხვადასხვა ქვეყნის მიერ 50-მდე მისია გაიგზავნა, საიდანაც წარმატებით მხოლოდ მესამედი დასრულდა.
მასალა მომზადებულია nasa.gov - ზე დაყრდნობით