ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა კანადაში აშშ-ის უკვე ყოფილი ელჩი გაეროში შეერთებული შტატების მუდმივ წარმომადგენლად დაამტკიცა.
კელი კრაფტის კანდიდატურას მხარი 56 სენატორმა დაუჭირა, 34-მა კი წინააღმდეგ მისცა.
57 წლის დიპლომატი მანამდე კანადაში აშშ-ის ელჩად მუშაობდა.
მანამდე, გაეროში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად წარდგენილი იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ჰიზერ ნაუერტი, რომელმაც კანდიდატურა თავისი სურვილით მოხსნა.
გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნიკი ჰეილიმ აღნიშნული თანამდებობა ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, საკუთარი სურვილით დატოვა.