აშშ-ის ელჩი გაეროში ჰიზერ ნაუერტი იქნება, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე ნიკი ჰეილის ჩაანაცვლებს. ამერიკული მედიასაშუალებების თქმით, ნაუერტის კანდიდატურა უკვე დადასტურებულია და ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად, დონალდ ტრამპი დღეს გააკეთებს.
ჰიზერ ნაუერტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერია. მანამდე ის ტელეკომპანია "ფოქსნიუსის" წამყვანი იყო.
ელჩის პოსტი ვაკანტური 2019 წლის იანვრიდან გახდება, მას შემდეგ, რაც ნიკი ჰეილი ამ თანამდებობას ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, საკუთარი სურვილით დატოვებს.