კონსერვატიული პარტიის ლიდერი ბორის ჯონსონი ოფიციალურად გახდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ რაც, მან ბუკინგემის სასახლეში, გაერთიანებული სამეფოს დედოფალთან, ელისაბეთ მეორესთან აუდიენცია გამართა.
დედოფალმა ბორის ჯონსონს მთავრობის ფორმირება დაავალა.
მანამდე ელისაბედ მეორეს სტუმრობდა დიდი ბრიტანეთის უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, რომელმაც მონარქს ოფიციალურად მიმართა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.