თანამედროვე ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალება ელექტრო თვითგორიალები ბათუმში ბათუმში ივნისის თვიდან გადაადგილების თანამედროვე საშუალება - ელექტრო თვითგორიალები გამოჩნდნენ. ელექტრო თვითგორიალას გაზიარების სერვისი Mycab.ge ქართველი დეველოპერების მიერ შემუშავებული სტარტაპ-პროექტია.
ევროპული და ამერიკული გამოცდილებით შექმნილი ქართული პროდუქტით Mycab-ით სარგებლობა საქართველოში პირველად სწორედ ზღვისპირა ქალაქში გახდა შესაძლებელი. იგი ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს ისეთ ცნობად, საქმიან და ტურისტულ ქალაქებში, როგორებიცაა პარიზი, ბრიუსელი, მადრიდი, ბერლინი და სხვა.
ელექტრო თვითგორიალები განთავსებულია ბათუმის რამდენიმე კერძო ტურისტულ ობიექტთან. მსურველებმა უნდა ისარგებლონ სპეციალურად შექმნილი აპლიკაციით mycab.ge, რომელიც მაქსიმალურადაა მორგებული როგორც ქართველ, ისე უცხოელ მომხმარებელზე.
აპლიკაცია საშუალებას მისცემს მომხმარებელს იხილოს რუკა, სადაც არის დატანებული ელექტრო თვითგორიალების სადგომები ბათუმის სხვადასხვა ლოკაციაზე.
ელექტრო თვითგორიალა MyCap განკუთვნილია 14 წლიდან ზევით ყველა ასაკის ტურისტებისთვის, სტუდენტებისა და მოსახლეობისთვის. ერთდროულად დასვენებისა და გართობის სატრანსპორტო საშუალება ბათუმის ვიზიტორებსა და მის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს დაზოგონ დრო, თავი აარიდონ საცობებსა და პრობლემურ პრაკინგებს, აირჩიონ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, რომელიც არ გამოყოფს მავნე ნახშირბადის გამონაბოლქვს.