"მსურს, გულწრფელად გითხრათ, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი და როგორც პოლონელი , ჩემთვის საქართველო არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის.
როცა ვამბობ სიტყვა საქართველოს, ვგულისხმობ თავისუფლებას, როცა ვამბობ საქართველოს ვგულისხმობ, სიამაყეს, როცა ვამბობ საქართველოს ვგულისხმობ მამაცობას.
თქვენ ხართ პატარა ქვეყანა, მაგრამ დიადი ერი.
თქვენ მიაღწიეთ შეუძლებელს, იმიტომ რომ გაერთიანდით ერთი მიზნის მისაღწევად, თქვენი განსხვავებების მიუხედავად. თქვენ აშენებთ თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, თქვენ გააოცეთ ევროპა და მთელი მსოფლიო.
არავის მისცეთ უფლება დაგყონ. იყავით ერთიანი, როგორც ერთი დიდი ევროპა“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე თავისი სიტყვა ქართულად დაასრულა - „დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს“.