ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის ახალ წევრად აირჩიეს. ინფორმაციას Hollywood Reporter-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კინოაკადემიამ მსოფლიოს 59 ქვეყნიდან 842 ახალი წევრი მოიწვია. მათ შორის ცნობილი მსახიობები და მუსიკოსები, ლედი გაგა, კლერ ფოი, ადელი და სხვები.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის თებერვალში გიორგი შველიძე ლოს ანჯელესში Spotlight Award-ის მფლობელი გახდა ზაზა ხალვაშის ფილმისთვის "ნამე".
კინოაკადემიის ახალი წევრების სია შეგიძლია იხილოთ ლინკზე.