გარდაიცვალა ლეგენდარული იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
როგორც იტალიური მედია იუწყება, 96 წლის რეჟისორი რომში, საკუთარ სახლში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა.
ფრანკო ძეფირელის შემოქმედების მწვერვალი შექსპისირის უკვდავი პიესის "რომეო და ჯულიეტას" ადაპტირებული ვერსიაა, რომელიც მან 1968 წელს გადაიღო.