ცოტა ხნის წინ, პორტუგალიაში, მადეირაში ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული „World Travel Awards“-ის დაჯილდოება გაიმართა, სადაც ბათუმმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა.
ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
"ტურიზმის ოსკარი ჩვენია! დიახ, ჩვენ ეს შევძელით!!! ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ამ შთამბეჭდავ შედეგს, რომლის გამოც ყოველთვის ამაყები ვიქნებით!!! ბათუმი დღეს უკვე ღირსეულად დგას ევროპის თუ მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე, ბათუმით მსოფლიო მასმედიის საუკეთესო წარმომადგენლები ინტესესდებიან. ჩვენი უცხოელი კოლეგები შეხვედრისას ხშირად გვთხოვენ გავუმხილოთ ის საიდუმლო რისი მეშვეობითაც ბათუმი და აჭარა მსოფლიო ტურისტულ რუკაზე მყარად იკავებს ლიდერ პოზიციებს. ძალინ მეამაყება, რადგან წარმატების რეცეპტი ტურიზმის დეპარტამენტის უკლებლივ ყველა თანამშრომლის წლების განმავლობაში გაწეული დაუღალავი და მუხლჩაუხრელი შრომაა.
ძალიან გამიმართლა,რომ სწორედ ასეთი საინტერესო და ნიჭიერი ადამიანების გვერდით მიწევდა და მიწევს მუშაობა. ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ ყველამ ერთად, თითქმის შეუძლებელი შევძელით,ეს არ ყოფილა მარტივი და მაგრამ მიზანი გვაქვს საკმაოდ მკაფიოდ გაცნობიერებული - ბათუმი, აჭარა და შესაბამსად საქართველო, გავხადოთ მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება მსოფლიო რუკაზე. ამ მიზნისკენ უკვე მყარი ნაბიჯებით მივიწევთ, გვაქვს მთავრობის უდიდესი მხადაჭერა და ასევე უმნიშვნელოვანესი - საზოგადოების და ტურიზმში ჩართული კერძო სექტორის ნდობა. დღევანდელ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მათაც დამსახურებულად მიუძღვით. მადლობა ყველას შრომისთვის,თავდადებისთვის, მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის.
გილოცავთ!!! ყველას გილოცავთ, ვისთვისაც ძვირფასია ბათუმის,აჭარის და საქართველოს წარმატება”, - ასე გამოეხმაურა გამარჯვებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.
"World Travel Awards"-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.
ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს 28 აპრილის ჩათვლით ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო.