დღეს, დიდ ბრიტანეთში გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის დაბადების დღეს აღნიშნავენ.
ელისაბედ მეორე 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე ავიდა მამის ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს.
ბრიტანეთის დედოფლის დაბადების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება. მეორე დაბადების დღის თარიღი კი ტრადიციულად ივნისის მეორე შაბათს აღინიშნება.
წელიწადში მონარქების დაბადების დღის ორჯერ აღნიშვნას საფუძველი 1748 წელს ჩაეყარა. მაშინდელმა მეფემ ედუარდ მეშვიდემ ტახტზე ასვლისას დაბადების დღის თარიღი შეცვალა, მონარქი 9 ნოემბერს დაიბადა, რადგან ამ დროს ბრიტანეთში საკმაოდ ცივა, გადაწყვიტა ოფიციალური ზეიმი ზაფხულისთვის გადაედო.
მას შემდეგ ამ დღეს შენობებზე აღიმართება სახელმწიფო დროშები, იმართება აღლუმი, ქუჩები კი ყვავილებით ირთვება.
2019 წლის 21 აპრილს ელისაბედ მეორე 93 წლის გახდა.