დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთი ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 93 წლის გახდა.
ელისაბედ უინძორი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე ავიდა მამის ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს.
ბრიტანეთის დედოფლის დაბადების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება. მეორე დაბადების დღის თარიღი კი ტრადიციულად ივნისის მეორე შაბათს აღინიშნება.
წელიწადში მონარქების დაბადების დღის ორჯერ აღნიშვნას საფუძველი 1748 წელს ჩაეყარა. მაშინდელმა მეფემ ედუარდ მეშვიდემ ტახტზე ასვლისას დაბადების დღის თარიღი შეცვალა, მონარქი 9 ნოემბერს დაიბადა, რადგან ამ დროს ბრიტანეთში საკმაოდ ცივა, გადაწყვიტა ოფიციალური ზეიმი ზაფხულისთვის გადაედო.
მას შემდეგ ამ დღეს შენობებზე აღიმართება სახელმწიფო დროშები, ქუჩები კი ყვავილებით ირთვება. ეს დღე ქვეყანაში უქმე დღედ არის გამოცხადებული.