ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედიასაშუალება Bloomberg-ზე სატელევიზიო და ციფრული მარკეტინგული კამპანია დაიწყო.
Bloomberg-ის პორტალზე საქართველოს შესახებ სპეციალური გვერდი შეიქმნა, სადაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლი, სტატია და ფოტოგალერია არის განთავსებული. Bloomberg-ის საიტზე საქართველოს შესახებ ელექტრონული ბანერები განთავსთა, ხოლო ტელეკომპანიის ეთერით ვიდეორგოლი გადაიცემა.
საქართველოს შესახებ Bloomberg-ზე კამპანია 7 ივნისს დაიწყო და 7 ივლისს დასრულდება.
სარეკლამო კამპანია Bloomber-ის მრავალმილიონიან აუდიტორიას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.
"სამხრეთ კავკასიის მთებში მდებარე მშვენიერი ქვეყანა საქართველო, ულამაზესი დედაქალაქით, საოცარი არქიტექტურით, მშვენიერი კერძებით, უნიკალური კულტურის ნავაზავით, ისტორიით და რა თქმა უნდა კარგი ღვინო. ეს არის ქვეყანა, სადაც დასავლეთ აზია აღმოსავლეთ ერთმანეთს ხვდება."
Bloomberg-ის ფოკუსში საქართველოს ტურისტული ადგილები, სამთო კურორტები, კულტურული ძეგლები, სუხიშვილების ცეკვა, ქართული ღვინო და კერძები მოხვდა.
ტელეკომპანია Bloomberg-ს მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 433 მილიონი მაყურებელი ჰყავს.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების გადამღები ჯგუფი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოიწვია.