უჩა მამაცაშვილი და ივანიშვილი აზერბაიჯანლებს ყველაფერზე სთხოვენ ე.წ. ატკატს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ დროს განაცხადა. მისი თქმით, როდესაც მეზობელს ფულს სთხოვ საკუთარი ჯიბისთვის, მერე აღარ უნდა გაგიკვირდეს ის მეზობელი რომ იმას აკეთებს, რაც მოეხასიათება და არაფრად აგდებს შენს იტერესებს.
„საქართველოს ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ცდილობს ფეხები შეიწმინდოს საკუთარ ხალხზე და ხშირ შემთხვევაშ ამას ახერხებს. როდესაც შენ თვითონ გყავს მთავრობა, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ ხალხს, როგორ შეიძლება მოსთხოვო სხვას პატივი გცენ შენ. ეს ერთი. მეორე - ძალიან სფეციფიური ქვეყანაა ასევე, ჩვენი მეზობელი. როდესაც მე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც იყო ჩემი მთავრობა, ჩვენ გვქონდა აზერბაიჯანთან ძმური, ახლო, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობები. იცით რატომ? არასდროს არაფერს არ ვთხოვდით საკუთარ ჯიბისთვის და ყველაფერს ვითხოვდით ჩვენი ხალხისთვის. ივანიშვილს ისინი პატივს არ სცემენ, საქართველოს მთავარობას არაფრად აგდებენ. იმიტომ, რომ თვითონ ივანიშვილი არაფრად აგდებს საქართველოს ინსტიტუტებს. მან პრეზიდენტად დაასახელა ადამიანი, რომელიც არავინ არ არის. ყველამ იცით რას წარმოადგენს „მადამ გაუგებრობა”, - თქვა სააკაშვილმა და განაცხადა, რომ როდესაც მეზობელს ფულს სთხოვ საკუთარი ჯიბისთვის, მერე აღარ უნდა გაგიკვირდეს ის მეზობელი რომ იმას აკეთებს, რაც მოეხასიათება და არაფრად აგდებს შენს იტერესებს.
„უჩა მამაცაშვილი და ივანიშვილი აზერბაიჯანელებს ყველაფერზე თხოვენ ფულს. ყველაფერზე თხოვენ ე.წ ატკატს, მე ეს ჭორების დონეზე კი არ ვიცი, მე ეს ვიცი ზუსტად. როდესაც შენ მთხოვ ფულს, შენს მზეობელს, ჯიბეში. მერე აღარ უნდა გაგიკვირდეს, რომ ის მეზობელი აკეთებს ყველაფერს იმას, რაც მოეხასიათება და არაფრად აგდებს შენს იტერესებს. ეს არის ახსნა და არაფერ სხვა“, - თქვა სააკაშილმა.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის იყოს შუამავალი გარეჯის საკითხზე და თანამდებობის არქონის პირობებშიც კი გადაწყვიტოს ეს საკითხი.