საქართველოს პრეზიდენტმა "რთველის წარმატებით ჩატარებისთვის" ჩინოვნიკები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენები სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელს, რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულ გიორგი ღვინიაშვილს, მის მოადგილეებს და ახმეტის, გურჯაანის, თელავის, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის და დედოფლისწყაროს გამგებლებს გადასცა.
"კახეთში რთველი წელს ძალიან კარგად ჩატარდა. გლეხები უზომოდ კმაყოფილები არიან. ქარხნებთან არ იდგა რიგები და მევენახეები ყურძენს უპრობლემოდ აბარებდნენ, რაც გუბერნატორის, მისი მოადგილეების და რაიონების გამგებლების დამსახურებაა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.