ევროკავშირი თურქეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Politico-მ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.
მათი ცნობით, აღნიშნული საკითხი განიხილეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსისა და შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისრის მაგნუს ბრუნერია ანკარაში ვიზიტის დროს, სადაც ისინი შეხვდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს.
მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ანკარა ბრიუსელისგან ურთიერთობების გაუმჯობესებას ელოდება „ობიექტურ კრიტერიუმებსა და დამსახურებაზე დაფუძნებით და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე“. ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის წევრობა თურქეთისთვის კვლავ რჩება „სტრატეგიულ მიზნად“.