საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი უკრაინასთან გამართა და 76:95 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მძიმე ამბავი იყო მარკის რიდის გაძევება, რომელსაც ოლექსანდრ კობზიცთან შეკამათება მოუვიდა. კობზიცი არასპორტული მოქმედებებით თავადაც გავარდა და მარკის რიდიც გაიყოლა. არბიტრებმა ორივე დარბაზიდან გააძევეს. უნდა აღინიშნოს,რომ რიდს 11 წუთში 18 ქულა ჰქონდა მოპოვებული.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპიდან მეორეში ჯგუფის ოთხიდან სამი ნაკრები გადადის (ესპანეთი, უკრაინა და საქართველო), შემდეგ შეიქმნება ექვსგუნდიანი ჯგუფები, საიდანაც სამი საუკეთესო გავა. გუნდებს პირველიდან მეორე ეტაპზე ქულები გადაჰყვებათ.
საქართველოს ნაკრები პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 5 ივლისს თბილისში, ესპანეთთან გამართავს. შეხვედრა 19:30 საათზე დაიწყება.