2 ივლისს, აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 33 წელი გავიდა.
1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა.
გემები ტამიშთან ღამე შემოვიდნენ. მათ დაუპირისპირდნენ როგორც 24-ე და მე-11 არმიის ბრიგადები, ასევე დუშეთისა და შავნაბადას ბატალიონებიც.
გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა „დუშეთის“, „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა.
არსებული ვნობებით, მებრძოლებში ბევრი იყო რუსი, კაზაკი, განსაკუთრებით მრავლად იყვნენ ჯარისკაცები ყირიმიდან და მოლდოვიდან.
დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.
10 ივლისს საბრძოლო მოქმედებები უკვე დასრულებული იყო, დესანტი განადგურებული. ქართულმა მხარემ ამ ბრძოლაში 250-მდე ჯარისკაცი დაკარგა, მათგან ყველაზე მეტი - დუშეთის ბატალიონიდან, „შავნაბადადან“ და მე-11 ბრიგადიდან.