რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრობლემები აქვს როგორც ფრონტზე, ისე რუსეთის ეკონომიკაში, ამიტომ ის უკრაინაზე თავდასხმებს, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტებით, კიდევ უფრო გააძლიერებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„პუტინი ამ ომს აგებს. მას პრობლემები აქვს, როგორც ფრონტზე, ისე ეკონომიკაში. აშკარაა, რომ ის უკრაინაზე დარტყმებს გააძლიერებს, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტებით,“- განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს კიევის დარნიცკის რაიონში, რუსეთის იერიშის ადგილზე.
პრეზიდენტის თქმით, ყოველი ახალი რუსული თავდასხმის შემდეგ ასეთი რაკეტების რაოდენობა იზრდება.
„გვჭირდება შესაბამისი თავდაცვის პაკეტი. ეს რაკეტები გვჭირდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, ზეწოლა მოვახდინოთ და შეთანხმებებს მივაღწიოთ. ჩვენ სამართლიანი მშვიდობისა და ომის სამართლიანი დასრულების მომხრე ვართ. ვიდრე ეს არ მოხდება, ჩვენ სამართლიანი პასუხის გაცემას დავუჭერთ მხარს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.