დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა. შესაძლოა კანდიდატების სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა დღევანდელი მონაცემებით პრემიერის პოსტისთვის იბრძოლებენ:
ჯერემი ჰანტი- კონსერვატიული პარტიის წევრი საგარეო საქმეთა საკითხთა მდივანი
რორი სტიუარტი- კონსერვატიული პარტიის წევრი, საერთაშორისო განვითარების მდივანი
მეთ ჰენკოკი- კონსერვატიული პარტიის წევრი, ჯანდაცვის მდივანი
ბორის ჯონსონი- კონსერვატიული პარტიის წევრი, ყოფილი საგარეო საქმეთა მდივანი
ესთერ მაკვი- კონსერვატიული პარტიის წევრი, ყოფილი შრომისა და საპენსიო მდივანი
ვარაუდობენ, რომ დიდ ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის ლიდერს ივლისის ბოლომდე აირჩევენ. ლიდერი ავტომატურად გახდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ტერეზა მეიმ, 24 მაისს დოუნინგ სტრიტზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს 7 მაისს დატოვებს, თუმცა პარტიის ხელმძღვანელის მოვალეობას კონსერვატორების ახალი ლიდერის არჩევამდე შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ 24 მაისს, დიდი ბრიტანეთის პრემერ-მინისტრი ტერეზა მეი გადადგა. დოუნინგ სტრიტზე, ტერეზა მეიმ ემოციურ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ეცადა რეფერენდუმის შედეგები პირნათლად აღესრულებინა და "ამისთვის არაფერი დაუკლია".
ტერეზა მეი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2016 წლის 13 ივლისიდან დღემდე იკავებდა. სამწლიანი მმართველობის განმავლობაში, ტერეზა მეი ცდილობდა განეხორციელებინა დიდ ბრიტანეთში 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები, თუმცა წარუმატებლად. პარლამენტარებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას და შედეგად ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმება 3-ჯერ ჩავარდა.