"თუ ირანს ომი სურს, ეს იქნე მისი ოფიციალური დასასრული. არასდროს დაემუქროთ შეერტებულ შტატებს",- ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ ტვიტერში დაწერა.
ბოლო დღეების განმავლობაში, სპარსეთის ყურეში აშშ-მა დამატებითი სამხედრო ხომალდები შეიყვანა. რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ ირანთან ომი არ სურს.
ომის შესაძლებლობას გამორიცხავენ ირანის ხელისუფლებაშიც. ირანმა ბირთვული შეთანხმების რამდენიმე ვალდებულება შეაჩერა. დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა სპარსეთის ყურეში რაკეტებით აღჭურვილი კატარღები გაუშვა. აშშ-ის გამომძიებლები თეირანს არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან ნავთობის გადამტანი გემების დაზიანებაშიც ადანაშაულებენ. ირანი ბრალდებებს უარყოფს.
If Iran wants to fight, that will be the official end of Iran. Never threaten the United States again!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) May 19, 2019