კრელმში დაკვრაზე აღარ ვალპარაკობ, მაგრამ ჩვეულებრივ კონცერტზეც რომ ჩავიდე და მტერს დავუკრა ის, რითაც ვცხოვრობ, ეს ნოტების გაცდენა მგონა, - განაცხადა ჯაზპიანსიტმა ბექა გოჩიაშვილმა „იმედის დღეში“.
მისი თქმით, მას რუსეთიდან არაერთი შეთავაზება ჰქონია, მაგრამ იქ არასდროს დაუკრავს.
„მოსკოვში დაკვრის შემოთავაზება სტენლი კლარკამდეც მქონდა და ალბათ, ამის შემდეგაც მექნება, თუკი ისინი არ მიეჩვევიან იმ ფაქტს, რომ იქ არ ჩავდივარ. ძალიან ხშირად მომიწია იმ თემაზე საუბარმა, რომ მე მოსკოვში არ ჩავდივარ. ცალკე შემოთავაზებები იყო სამთავრობო უწყებებიდან, სოლოკონცერტებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მაშინ, როცა 14 წლის ვიყავი. ეს მოხდა 2010 წელს. დამპყრობელი ერისგან არ არის გასაკვირი“, - თქვა გოჩიაშვილმა და აღნიშნა, რომ სტენლი კლარკი თანახმა იყო, რუსეთში ორი კონცერტი საქართველოში ერთ კონცერტზე გაეცვალა, მაგრამ ამ კონცერტის გამართვა ვერ მოხერხდა.
„ძალიან რომ უნდათ ჩემი ჩასვლა და არ ჩავდივარ, ეს საერთოდ არ მაინტერესებს. ეს არის ჩემი პირადი პროტესტი, კრელმში დაკვრაზე აღარ ვლაპარაკობ, მაგრამ ჩვეულებრივ კონცერტზეც რომ ჩავიდე და მტერს დავუკრა ის, რითაც ვცხოვრობ, ეს ნოტების გაცდენა მგონია“, - თქვა გოჩიაშვილმა.