ნანიტა სოჰელი პუნჯაბელი 18 წლის ამომრჩეველია, რომელიც ინდოეთის არჩევნებში პირველად იღებს მონაწილეობას. BBC-თან ინტერვიუში, ნანიტა აღნიშნავს, რომ მას არ სურს საზღვარგარეთ თეფშების რეცხვა, რადგან მისმა მშობლებმა განათლებაში დიდი ინვესტიცია ჩადეს.
„მას შემდეგ რაც ჩემმა მშობლებმა ჩემს განათლებაში დიდი ინვესტიცია ჩადეს, არ მინდა საზღვარგარეთ მომსახურების სფეროში, მაგალითად თეფშების მრეცხავად მუშაობა. ამ არჩევნებზე, ხმას მივცემ იმ პარტიას, რომელიც კონცენტრირებულია ახალგაზრდებისთვის მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე. თუ მე წარმატებით ჩავაბარებ გამოცდებს, მთავრობამ უნდა დამასაქმოს კარგ სამსახურში“, - აღნიშნა ნანიტა სოჰელმა, რომელიც ინდოეთის არჩევნებში პირველად იღებს მონაწილეობას.
ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური არჩევნები მიმდინარეობს.
ამომრჩევლები ინდოეთის საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის ქვედა პალატის, „ლოკ-საბჰის“ მე-17 მოწვევის დეპუტატებს აირჩევენ.
ამჟამად, ინდოეთის მმართველი პარტია „სახალხო პარტიაა“, რომელსაც სხვაგვარად ბჰარატია ჯანატა ეწოდება. ქვეყანას კი პარტიის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ნანენდრა მოდი მართავს. მოდის პარტია ქვეყნის სათავეში 2014 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა და 2019 წლის არჩევნებშიც გეგმავს გამარჯვებას.
„სახალხო პარტიისა“ და პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის მთავარი კონკურენტი ინდოეთის ყველაზე დიდი და ხანდაზმული პოლიტიკური გაერთიანების „ინდოეთის ეროვნული კონგრესის“ ლიდერი რაჰულ განდია.