ნოტრ-დამის რესტავრაციის ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, შესაძლოა, ტაძარი მზის ენერგიის პანელებით გადაიხუროს და მის ქვეშ ბაღი მოეწყოს.
პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მზის ენერგის პანელები გვერდით მდგომ შენობებსაც მოამარაგებს ელექტროენერგიით.
"სახურავის ქვეშ მოწყობილ ბაღში მოწეულ ხილსა და ბოსტნეულს კი ქალაქის ღარიბ მოსახლეობას და უსახლკაროებს გაუნაწილებენ“, - აღნიშნულია საპროექტო წინადადებაში.
შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა ნოტრ-დამის ძლიერი დაზიანება გამოიწვია.
აღდგენითი სამუშაოების გამო, ნოტრ-დამი 6 წლით დაიხურება.