პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მნახველებისა და მლოცველებისთვის 6 წლით დაიკეტება. სააგენტო Associated Press-ი ნოტრ-დამის მღვდელმსახურზე პატრიკ შოვეზე დაყრდნობით იუწყება.
სასულიერო პირმა ამის შესახებ ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ტაძრის 67 წარმომადგენელი სად გააგრძელებს სამსახურს ტაძრის აღდგენის პერიოდში.
ნოტრ-დამში ძლიერი ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა. ჩამოინგრა შპილი და სახურავი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნოტრ-დამი 5 წელიწადში აღდგება და აღნიშნა, რომ ის რესტავრაციის შემდეგ უფრო ლამაზი იქნება.
ამასთან, ფრანგმა რესტავრატორებმა განაცხადეს, რომ ტაძრის აღდგენას 10-15 წელი დასჭირდება.