მონტენეგროს უმაღლესმა სასამართლომ რუსეთის ორი მოქალაქე ედუარდ შიშმაკოვი და ვლადიმირ პოპოვი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ და საქმის დანარჩენ ფიგურანტებს თანხით ამარაგებდნენ და ინსტრუქციებს აძლევდნენ.
შიშმაკოვს 15 წლით, ხოლო პოპოვს 12 წლით პატიმრობა მიესაჯათ.
სასამართლომ დამნაშავეებად კიდევ 12 ადამიანი აღიარა.