ირანმა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩინეთისა და რუსთის ელჩებს აცნობა, რომ ბირთვული პროგრამის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთი ვალდებულების შესრულებას წყვეტს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ წერილობით აცნობა ამ ქვეყნების ელჩებს, რომლებიც ამ დროისთვის შეთანხმების ერთგულნი არიან.
მანამდე სააგენტო ISNA იტყობინებოდა, რომ ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი თეირანის კონტრზომების შესახებ გამოაცხადებდა, რომელიც აშშ-ის მიერ ბირთვული შეთანხმებიდან გასვლას უკავშირდება. სააგენტოს მონაცემებით, გეგმა, რომელსაც როჰანი სავარაუდოდ გამოაცხადებს, ამ მომენტისთვის არ ითვალისწინებს ირანის გასვლას ბირთვული შეთანხმებიდან, თუმცა, შესაძლოა, საუბარი იყოს ირანის მხრიდან შეთანხმების ფარგლებში ვალედბულებების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ.
აშშ-მა 2018 წლის 8 მაისს ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლისა და ქვეყნის წინააღმდეგ ყველა სანქციის ამოქმედების შესახებ განაცხადა. ვაშინგტონი ირანის ნავთობის ექსპორტის ნულამდე დაყვანას გეგმავს და მის მყიდველებს მოუწოდებს უარი თქვან ირანის ნავთობის შეძენაზე.