უინძორის სასახლეში იპოვეს წვერმოშვებული მამაკაცის ნახატი. მკველევარები მიიჩნევენ, რომ ეს აღორძინების ეპოქის ლეგენდარული მხატვრის ლეონარდო და ვინჩის მეორე პორტრეტია.
ნახატი სამეფო კოლექციის გრავიურებისა და ნახატების განყოფილების უფროსმა მარტინ კლეიტონმა აღმოაჩინა, როდესაც უინძორის სასახლეში საბუთებს სწავლობდა. მან გაარკვია, რომ პორტრეტი ლეონარდო და ვინჩის მოსწავლემ მხატვრის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1519 წელს შექმნა. პორტრეტზე ლეონარდო და ვინჩი 67 წლისაა.
ნახატს საზოგადოების წინაშე ბუკინგემის სასახლეში გამოიტანენ.
მხატვრის კიდევ ერთი პორტრეტი, რომელიც აქამდე ერთადერთი იყო, შექმნილია დაახლოებით იმავე პერიოდში ფრანჩესკო მელცის მიერ, რომელიც ასევე და ვინჩის მოსწავლე იყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს ლეონარდო და ვინჩის გარდაცვლაებიდან 500 წელი გავიდა.