საქართველოში ახალი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ოქროს ხიდი" დაარსდა. ამის შესახებ მუსიკოსმა დათო ევგენიძემ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფესტივალის მიზანია, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მათთვის გრანტების გამოყოფის უზრუნველოყოფა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კი ევგენიძემ საქველმოქმედო ფონდი "ცის ხიდი" დაარსა, რომელსაც თავისი წარმომადგენლები საზრვარგარეთის ქვეყნებშიც ჰყავს, მათ შორის აშშ-სა და ესპანეთში.
"ფონდისა და ფესტივალის პრეზენტაცია 23 სექტემბერს, ბათუმში გაიმართება. ბრაზილიიდან ჩამოსულ დელეგაციას და "MTV" -ის წარმომადგნლებსაც ველოდებით. ამასთან, ჩვენი ფესტივალით 25 ქვეყანა უკვე დაინტერესდა. ასევე, ფესტივალის ტურები ანაკლიასა და განმუხურში გაიმართება", - აღნიშნა მუსიკოსმა.
მისივე თქმით, ფესტივალისთვის ჰიმნიც მან დაწერა, რომლის პრეზენტაციაც 23 სექტემბერს მოეწყობა.
ფესტივალში გამარჯვებულისთვის კი 20 000 ევრო დაწესდება.