პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, შესაძლოა, წვიმამ დააზიანოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაზე მომუშავე არქიტექტორები ჩქარობენ, დროულად გადახურონ ტაძარი, რადგან წვიმას მისთვის შეუფასებელი ზიანის მიყენება შეუძლია.
საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, დღეს საღამოს პარიზში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
აღსანიშნავია, რომ ტაძრის სარდაფი, რომელიც ხანძრის შედეგად ნაწილობრივ ჩაინგრა, სახანძრო სამუშაოების დროს გამოყენებული წყლით არის დაფარული, რამაც შესაძლოა, დამატებით საფრთხეები წარმოშვას.
ნოტრ-დამის მთავარმა არქიტექტორმა ფრანგულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ტაძრის აღდგენაზე მომუშავე ჯგუფის უმაღლესი პრიორიტეტი, ამ მომენტისთვის, დროებითი სახურავის მოწყობაა.
შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა ნოტრ-დამის ძლიერი დაზიანება გამოიწვია.
აღდგენითი სამუშაოების გამო, ნოტრ-დამი 6 წლით დაიხურება.