აშშ-ში ტორნადოსა და ძლიერი შტორმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. იუწყება გამოცემა USA Today.
გამოცემის ცნობით, ტორნადომ ძირითადად ტეხასის, ლუიზიანას, მისისიპისა და ალაბამას შტატებს გადაურა.
ტეხასის ერთ-ერთ ქალაქში დაშავდა სულ მცირე 25 ადამიანი. მათ შორის რვა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. კიდევ 19 ადამიანი დაშავდა მისისიპიში.
სტიქიის გამო 100 ათასამდე სახლსა და კომერციულ შენობაში გამორთულია ელექტროენერგია. რამდენიმე ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.