დღეს, 15 აპრილს, მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლებენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან, ზორაბ მნაცაკანიანთან და ელმარ მამადიაროვთან ერთად იმსჯელებს მთიან ყარაბაღში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.
აღნიშნულ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის რუსი, ამერიკელი და ფრანგი თანათავმჯდომარეები.
მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც უმეტესწილად დასახლებულია ეთნიკური სომხებით, აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1988-94 წლებში მიმდინარე ომის დროს, რომელსაც 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კონფლიქტის შედეგად ასიათასობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი.
1994 წლიდან მთიან ყარაბაღს ეთნიკური სომხები აკონტროლებენ. აზერბაიჯანი ვარაუდობს, რომ ტერიტორიაზე სომხეთს ხელისუფლების მიერ წარგზავნილი სამხედროებიც იმყოფებიან.~
მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არ აღიარებს არცერთი ქვეყანა.