გადამდგარმა პაპმა, ბენედიქტ XVI-მ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის 1960 წლის „სექსუალური თავისუფლების რევოლუციას“ ბრალს სდებს კათოლიკე სამღვდელოების სექსუალურ ძალმომრეობაში.
მისი განცხადებით, ისტორიულმა და კულტურულმა ცვლილებებმა კათოლიციზმში დაანგრია მორალური ღირებულებები. ყოფილი პაპის განმარტებით, 1960 წლის რევოლუციის წყალობით, ჰომოსექსუალობამ და პედოფილიამ კათოლიკურ ისტებლიშმენტში შეაღწია.
ყოფილი პაპის ამ წერილს თეოლოგებისგან კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა და შეფასდა, როგორც “უკიდურესად გაყალბებული“.
"ის არ განიხილავს იმ სტრუქტურულ საკითხებს, რომლებიც ეკლესიაში ბოროტმოქმედებას ხელს აფარებდა, ასევე არ საუბრობს საკუთარ 24-წლიან სააღმსრულებლო როლზე“, - ამის შესახებ ვატიკანის ექსპერტმა, ჯოშუა მაკლეევიმ, ეროვნულ კათოლიკურ რეპორტიორს განუცხადა.
პედოფილია „დაშვებული და დაფასებული“
წერილის პირველი ნაწილი ფართო ჭრილში განიხილავს დასმულ პრობლემას და მწუხარებას გამოთქვამს სექსუალური თავისუფლების რევოლუციის შედეგად სქესობრივი ნორმატიული სტანდარტების კოლაფსის გამო.
პაპი ბენედიქტეს აზრით, პორნო ფილმებმა და სურათებმა, ასევე სიშიშვლემ და თავის მხრივ იმ დროის ტანისამოსმა, მენტალურ კოლაფსამდე და ძალადობამდე მიგვიყვანა. წერილში ყოფილი პაპი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში ირყეოდა კათოლიკური მორალისტური თეოლოგია და ეკლესია უმწეო აღმოჩნდა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებთან ბრძოლაში, რა დროსაც სექსუალურმა რევოლუციამ პედოფილია დასაშვები და მისაღები გახადა. ყოფილი პაპი აქვე დასძენს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მღვდლები ფეხს უწყობდნენ სიახლეებს, რამაც წაახალისა ჰომოსექსუალური გაერთიანებები.
წერილის ბოლოს ყოფილი პაპი აღნიშნავს რომ პედოფილიის არსებობა „ღმერთის ნაკლებობამ“ გამოიწვია და რომ საზოგადოების საზომი სწორედ რწმენა და უფლის სიყვარულია.
ბენედიქტ XVI-ს ბრალს სდებენ ბავშვთა უფლებების დაუცველობისა და ფაქტების დამალვაში. კათოლიკურ ეკლესიაში, პედოფილიის სკანდალთან დაკავშირებით მისი მიდგომა უფრო მეტად თეოლოგიური და ისტორიულია, ვიდრე მოქმედი პაპი, - ფრანცისკის.