დღეს, 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონს შეხვდებიან.
თავდაპირველად, ემანუელ მაკრონი ზელენსკის შეხვდება, მოგვიანებით კი პეტრო პოროშენკოს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პოროშენკო გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება.
გერმანია, საფრანგეთი და უკრაინა „ნორმანდიული ფორმატის“ წევრები არიან, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით არის შექმნილი.
„ნორმანდიული ფორმატის“ მეოთხე წევრი ქვეყანა რუსეთია, რომელიც ბოლო ორი წელი არ იღებს მოლაპარაკებებში მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოსა და მსახიობ ვლადიმირ ზელენსკის შორის.