უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ, რომ კორუფციულ დანაშაულებებზე თვალს ხუჭავს, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის განკარგულება გამოსცა.
„ანტიკორუფციული სასამართლოს შექმენით, ჩვენ ვაპირებთ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურის შექმნას“, - განაცხადა პოროშენკომ 11 აპრილს, კიევში გამართულ ოფიციალურ ცერემონიალზე, სადაც მან ხელი მოაწერა ბრძანებას მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ ანტიკორუფციულ სასამართლოში.
„დღეს, 38 ახალი მოსამართლე შეუდგება თავისი მოვალეობის აღსრულებას სრულიად ახალ სასამართლოში“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინაში ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას დიდი ხანია ითხოვენ აშშ-ი და ევროკავშირი.
პოროშენკოს ხშირად ადანაშაულებენ სხვადასხვა კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობაში, თუმცა ის ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა წინ უძღვის უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, სადაც უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს ცნობილი კომიკოსი და მსახიობი ვლადიმირ ზელენსკი დაუპირისპირდება.
სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს დამაჯერებელი უპირატესობით.