ხვალ, 9 აპრილს ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კვლავ იბრძოლებს პოლიტიკური გადარჩენისთვის.
ისრაელის მოქალაქეები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს, ქნესეთის წევრებს 21-ედ აირჩევენ. ქნესეთში სულ 120 ადგილია.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თავდაპირველად, 2019 წლის ნოემბერში იყო დანიშნული, თუმცა პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრ ლიბერმანს შორის გამწვავებულმა ურთიერთობებმა, არჩევნების თარიღი აპრილამდე გადმოწია.
თავდაცვის მინისტრი ლიბერმანი გასულ წელს ღაზის სექტორში არსებული სიტუაციისადმი ისრაელის მთავრობის [ლიბერმანის აზრით] არასათანადო რექციის გამო გადადგა. თავდაცვის მინისტრის პოსტი ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეითავსა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ, კონსერვატიული პარტია „ლიქუდის“ ლიდერი, თუ არჩევნებში მოიპოვებს გამარჯვებას, ის გახდება ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ პოსტს დავიდ ბენ-გურიონზე დიდი ხნით დაიკავებს.