მესამე დღეა, ჩრდილოეთ მაკედონიის საზღვართან საბერძნეთის პოლიციასა და მიგრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება. სამართალდამცველებმა ლტოლვილების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
საბერძნეთის შინაგან საქმეთა უწყებაში განმარტეს, რომ ესკალაცია სოციალურ მედიაში გავრცელებულმა ყალბმა ინფორმაციამ გამოიწვია. ერთ - ერთი ცნობის თანახმად, ცენტრალურ ევროპაში გადასვლის მსურველ მიგრანტებისთვის სასაზღვრო შეზღუდვები იხსნებოდა.