მოზამბიკში ციკლონ „იდაის“ მიერ გამოწვეული წყალდიდობის გამო ქალმა მანგოს ხეზე იმშობიარა. ამის შესახებ ВВС იუწყება.
ამელიამ გოგონა გააჩინა. მშობიარობის დროს ის მანგოს ხის ტოტებზე იჯდა და ხელში თავისი ორი წლის ბიჭი ეჭირა. მშობიარობიდან ორი დღის შემდეგ ამელია და მისი შვილები მეზობლებმა გადაარჩინეს.
ამჟამად ისინი დროებით თავშესაფარში იმყოფებიან. დედაც და შვილებიც თავს კარგად გრძნობენ.
მოზამბიკს ციკლონმა მარტის ბოლოს გადაურა. დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 100 ათასზე მეტ ადამიანს გადაუდებელი დახმარება დასჭირდა.