სანქტ-პეტერბურგის ისააკის ტაძართან პუტინის საფლავის ინსტალაცია მოაწყვეს. ამის შესახებ მიკრობლოგ „Twitter-ში ფოტოგრაფი დავიდ ფრენკელი წერს.
„აზრზე არ ვარ, ვინ დადგა“, - წერს ის.
რუსეთის პრეზიდენტის ანალოგიური ინსტალაცია ფოტოსურათებით სათათრეთშიც დაიდგა. როგორც აქტივისტმა ქარიმ იამადაევმა განმარტა, მან ამით გააპროტესტა კანონპროექტი ინტერნეტის შესხებ. მას 28-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ამასთან სოციალური ქსელის - „ვკონტაქტე“ ადმინისტრაციამ პუტინის საფლავის ყველა ფოტო წაშალა.
18 მარტს პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ყალბი ახალი ამბებისა და საზოგადოების, სახელისუფლებო ორგანოებისა და სახელმწიფო სიმბოლოების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. მათი გაკონტროლება პროკურატურას დაევალა.