უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ საარჩევნო ოქმების 60 პროცენტის დათვლის შემდეგ ქვეყნაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმირ ზელენსკი, რომელიც პირველ ტურში ხმების 30,36 პროცენტს აგროვებს და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ის ხმათა 16,40 %-ს აგროვებს. „ბატკივშინას“ ლიდერს იულია ტიმოშენკოს ამომრჩეველთა 13,08 პროცენტმა მისცა ხმა.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა. მეორე ტური 21 აპრილს ჩატარდება.