ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ვლადიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება.
ვლადიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,4% მიიღო, ხოლო ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 17.8 პროცენტი.
მესამე ადგილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკოა 14.2 პროცენტით.
საარჩევნო უბნები უკრაინაში ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა.