სლოვაკეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. სლოვაკეთის მოქალაქეებმა არჩევანი პოლიტიკურად ახალბედა, ანტიკორუფციული კამპანიის აქტივისტს ზუზანა ჩაპუტოვასა და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენს ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩს შორის უნდა გააკეთონ.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ზუზანა ჩაპუტოვამ ამომრჩეველთა ხმების 40,57 % მოიპოვა, ხოლო მისმა მოწინააღმდეგე შეფჩოვიჩმა მხოლოდ 18,66 %-ი.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური სლოვაკეთში მიმდინარე წლის 17 მარტს ჩატარდა.