დღეს, ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში მესამედ უყარეს კენჭი პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის მიერ წარდგენილ პროექტს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ, რომელზეც ლონდონმა და ბრიუსელმა შეთანხმება გასული წლის ნოემბერში მიაღწიეს.
მეის კაბინეტის მიერ შემუშავებული გეგმა პარლამენტარებმა კიდევ ერთხელ ჩააგდეს. მხარი 286-მა დეპუტატმა დაუჭირა, 344 კი წინააღმდეგ გამოვიდა.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვერ შევძელით მხარდაჭერა მოგვეპოვებინა, რათა ევროპის კავშირი წესის და რიგის მიხედვით დავტოვოთ" - განაცხადა ტერეზა მეიმ პარლამენტის სხდომაზე.
კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა 10 აპრილს საბჭოს სხდომა დანიშნა.
საბოლოო შეთანხმების მიხედვით, ბრიტანეთმა ევროკავშირი 2 კვირაში, 12 აპრილს უნდა დატოვოს.