ტერეზა მეის რეალური სავარაუდო მემკვიდრე დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერ მინისტრის პოსტებზე ოთხი კანდიდატი იქნება. როგორც გაზეთი Financial Times-ი წერს, ესენი არიან საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორის ჯონსონი, Brexit-ის საკითხების ექს-მინისტრი დომინიკ რააბი, საგარეო საქმეთა ახლანდელი მინისტრი ჯერემი ჰანტი და გარემოს დაცვის მინისტრი მაიკლ გოუვი.
გამოცემის მტკიცებით, სწორედ გოუვის კანდიდატურას უჭერენ მხარს კონსერვატიული პარტიის ფრაქციის დეპუტატები.
როგორც Financial Times-ი წერს, პრემიერის პოსტისთვის ბრძოლაში, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც 27 მარტს ტერეზა მეი თანაპარტიელებს დაპირდა, რომ ევროკავშირდან გასვლის შემდეგ თანამდებობას დატოვებდა, სხვა პოლიტიკოსებიც ჩაებმებიან.