ცხოვრების დონის მიხედვით, ქალაქების რეიტინგი ჟურნალმა Economist Intelligence Unit-მა შეადგინა.
ისტორიაში პირველად, სინგაპური, ჰონგკონგი და პარიზი მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების სამეულს ინაწილებენ.
2019 წლის ტოპ 10 ქალაქი ევრპისა და აზიის ქვეყნებზე გადანაწილდა. წინა წლის რეიტინგიდან, ამ ჩამონათვალში, მხოლოდ ერთი ქალაქი დარჩა და ეს სინგაპურია.
აღნიშნულია, რომ სამივე ქალაქში ცხოვრების დონე 7 პროცენტით უფრო მაღალია, ვიდრე ნიუ-იორკში.წინა წელთან შედარებით, ლოს ანჯელესი რამდენიმე პუნქტით დაწინაურდა და მეათე ადგილი გაიყო ისრაელის დედაქალაქ თელ ავივთან ერთად. ტოპ-ათეულში ასევე შევიდნენ ევროპის ქალაქები - ციურიხი, ჟენევა და კოპენჰაგენი.
რეიტინგის თანახმად, ინდოეთის ქალაქები ბანგალორი, ჩენაი და ნიუ-დელი და პაკისტანის ქალაქი ყარაჩი 2019 წლის ყველაზე იაფი ქალაქებია.
Top 10 ასე გადანაწილდა:
1- სინგაპური
1- პარიზი
1- ჰონგ-კონგი
4- ციურიხი
5- ჟენევა
5- ოსაკა
7- სეული
7- კოპენჰაგენი
7- ნიუ იორკი
10- თელ ავივი
10- ლოს ანჯელესი
