აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს წლიური ხელფასიდან 100 ათასი დოლარი ჩაურიცხა. ამის შესახებ მან მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.
„იმის მიუხედავად, რომ მედიას არ უყვარს ამის შესახებ საუბარი და მათგან ეს არც მჭირდება, წლის განმავლობაში ჩემს წლიურ ხელფასს - 400 ათას დოლარს სხვადასხვა უწყებას გადავცემ. ამას (100 ათას დოლარს) ვურიცხავ ეროვნული უსაფრთხეობის სამსახურს“, - დაწერა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის ხელფასზე უარი არჩევნებში გამარჯვებისთანავე თქვა და განაცხადა, რომ ხელფასის სახით, ის მხოლოდ ერთ დოლარს აიღებდა.
2018 წელს დონალდ ტრამპმა თავისი ხელფასის ნაწილი ვეტერანთა საკითხების დეპარტამენტს გადაურიცხა.