აშშ-ის სენატმა მხარი არ დაუჭირა დონალდ ტრამის მიერ მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის ასაშენებლად საგანგებო მდდგომარეობის გამოცხადებას.
სენატის რეზოლუცია, რომელიც ტრამპის განკარგულებას აუქმებს, განსახილველად თეთრ სახლს გადაეგზავნა საბოლოო დასამტკიცებლად. დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ორივე პატალაში ხმების ორი მესამედია საჭირო.
საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატაშიც უყარეს კენჭი. კონგრესის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ის ამაყია, რადგან გააუქმა პრეზიდენტის „ფეიკ“ განკარგულება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს, დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვრის გასწვრივ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, აშშ-ის პრეზიდენტს აძლევს აღმასრულებელ ძალაუფლებას, კონგრესის გვერდის ავლით, მიიღოს საზღვარზე კედლის ასაშენებლად საჭირო თანხა.