ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რიგით მესამე წელია მეცნიერებაში სახელმწიფო დანახარჯების შემცირებას ითხოვს. მათ შორის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტის 13 და ეროვნული სამეცნიერო ფონდის 12- პროცენტიან შემცირებას. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ტრამპი მე-3 წელია ითხოვს შეიარაღებულ ძალებში სახელმწიფო დანახარჯების ზრდას.
პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი მეცნიერების საკითხებში, კელვინ დროეგენმაიერი ამ მოთხოვნას „ამერიკის მომავალს“ უწოდებს. თეთრი სახლის მეცნიეებისა და ტექნოლოგიების უწყებას დროეგენმაიერი ხელმძღვანელებს. ის კონგრესს მაღალპრიორიტეტულ და ეფექტურ პროგრამებში თანხების ალოკაციისკენ მოუწოდებს.
იმ ფონზე როდესაც ჩინეთი, იაპონია, ისრაელი და ევროპის კოსმოსური სააგენტო სამთვარეო მისებისთვის ბიუჯეტს აორმაგებენ, აშშ-ის პრეზიდენტი NASA-ს სამთვარეო მისიის დაყოვნებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მთვარეზე ჩასვლისა და იქ დარჩენის ნცვლად, ციური სხეულის ორბიტაზე სჯობს აშენდეს საერთაშორისიო კოსმოსური სადგურის მსგავსი მდული. ჯამში სააგენტოს ბიუჯეტი 2,2 პროცენტით შეიკვეცება. ნასას ბიუჯეტი 2019 წელს დაახლოებით 19 მილიარდია, ხოლო მოთხოვნა ბიუჯეტის ნახევარი მილიარდით შემცირებას ითვალისწინებს.
ჯამში, თეთრი სახლი მეცნიერებაში დანახარჯების 5-პროცენტიან კლებას ითხოვს.