ათასობით ადამიანი შეიკრიბა რუსეთში მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი კანონის გასაპროტესტებლად, რომელიც მიმართულია ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვისკენ.
კანონის კრიტიკოსების თქმით, აღნიშნული რეგულაციები ვლადიმერ პუტინის მთავრობის ძალისხმევის ნაწილია, რომელთაც სურთ გაზარდონ ინტერნეტზე სახელმწიფო კონტროლი და საბოლოოდ დააკანონონ ცენზურა ქვეყანაში.
საპროტესტო აქციაზე, რომელის მოსკოვის მერიის მიერ იყო სანქცირებული და სახაროვის გამზირზე გაიმართა, დაახლოებით 15 300 მოქალაქე იმყოფებოდა. პროტესტანტები გამოდიოდნენ მოწოდებებით: „ხელები შორს ინტერნეტისგან“ და „არა იზოლაციას“.
როგორც ცნობილია, საპროტესტო აქციის დაწყებამდე, აქციის განმავლობაში და შემდეგ პოლიციამ 29 ადამიანი დააკავა.
საპროტესტო აქციები იგივე სულისკვეთებით გაიმართა რუსეთის სხვადასხვა ქალაქებშიც.